გია ცეცაძეს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

გია ცეცაძეს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინის პრემიერ ლიგის ''ლვოვის'' მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კორონავირუსით ინფიცირებულია. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხის მიღების გამო ლუგანსკის ''ზორიასთან'' ''ლვოვის'' მთავარი მწვრთნელის ფუნქციები ცეცაძის ასისტენტმა თემურ ლორთქიფანიძემ შეასრულა.

ცეცაძის გარეშე ''ლვოვი'' შინ ''ზორიასთან'' 0:5 განადგურდა. ხუთივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და მეორე ნახევარში გაცილებით მოსაწყენი ფეხბურთი ვიხილეთ.

ზოგადად მიმდინარე სეზონი ''ლვოვისთვის'' ძალიან წარუმატებლად დაიწყო. საწყის სამ ტურში ''ლვოვმა'' მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 12 გაუშვა. ქართველი სპეციალისტების გაწვრთნილი გუნდი 0 ქულით ჩემპიონატის აუტსაიდერია.

საწყისი სამი ტურიდან ცეცაძის გუნდს ქულის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი მირჩა ლუჩესკუს გაწვრთნილ კიევის ''დინამოსთან'' ჰქონდა, 87-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო, თუმცა რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩენილმა გუნდმა ''დინამოს'' შეტევებს ვერ გაუძლო და დარჩენილ დროში 2 გოლი გაუშვა.

''ლვოვი'' შემდეგ მატჩს 3 ოქტომბერს დერბიში ლვოვის ''რუხის'' წინააღმდეგ ჩაატარებს.

ფოტო: fclviv.com.ua

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები