Aa
Aa

"ხანდახან ცვლილებები საჭიროა" - სუარესი ატლეტიკოში დებიუტზე

ლუის სუარესს „ატლეტიკოში“ ზღაპრული პირველი მატჩი ჰქონდა და კლუბის ისტორიაში შევიდა. სუარესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „როხიბლანკოს“ მაისურით ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში ორი გოლი შეაგდო და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

„ფეხბურთელისთვის ხანდახან ცვლილებები საჭიროა. მოვედი გუნდში, რომელშიც ფანტასტიკურად დამხვდნენ. ეს ატმოსფერო უბრალოდ უნდა შეიგრძნო.

ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით, მაგრამ მეტად მიხარია, რომ 3 ქულა ავიღეთ და სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ. ყოველთვის განსაკუთრებულია, როცა სადებიუტო მატჩში გუნდს გოლებით ეხმარები, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება, წინ გრძელი სეზონია“.

„ატლეტიკომ“ ლა ლიგის თავისთვის პირველ მატჩში „გრანადა“ 6:1 გაანადგურა. სუარესმა მინდორზე ბოლო 20 წუთი გაატარა და გოლების გარდა, მარკოს ლორენტეს საგოლე პასი გაუკეთა.

„პისტოლერო“ და მისი თანაგუნდელები შემდეგ თამაშს 29 სექტემბერს, სტუმრად „უესკას“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები