ბენფიკა და სიტი შეთანხმდნენ - დიაში იქით, ოტამენდი აქეთ...
Aa
Aa

ბენფიკა და სიტი შეთანხმდნენ - დიაში იქით, ოტამენდი აქეთ...

პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ დაცვის ხაზს რუბენ დიაშით გააძლიერებს. ამის შესახებ ოფიციალურად დიაშის აწ უკვე ყოფილმა კლუბმა, „ბენფიკამ“ გამოაცხადა.

მანჩესტერელები პორტუგალიის ნაკრების ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 68 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც 3.6 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიც დაემატება. 23 წლის დიაში ნისლიან ალბიონზე უახლოეს 24 საათში ჩავა და „ქალაქელთა“ რიგებს შეუერთდება.

საპირისპირო გზას დაადგება ნიკოლას ოტამენდი, რომლის „ბენფიკაში“ გადასვლის საკითხიც უკვე ოფიციალურ დონეზეა გადაწყვეტილი. არგენტინელი მცველი „სიტის“ 4-წლიანი ასპარეზობის შემდეგ ტოვებს და პრიმეირა ლიგას უბრუნდება.

32 წლის უკანახაზელი, რომლის ტრანსფერიც „არწივებს“ 15 მილიონი ევრო დაუჯდებათ, 4 სეზონის განმავლობაში „ბენფიკას“ მთავარ კონკურენტ „პორტუს“ შემადგენლობაში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები