''ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა'' - კვარაცხელიამ 15-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა
Aa
Aa

''ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა'' - კვარაცხელიამ 15-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა

19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ''რუბინის'' მაისურით პირველი გოლი ვოლგოგრადის ''როტორს'' გაუტანა. პირველი ტაიმი ''რუბინმა'' დესპოტოვიჩის გოლით მოიგო, მეორე ტაიმის დასაწყისში ''როტორის'' ფეხბურთელი მანუჩარიანი გააძევეს. 59-ე წუთზე კვარაცხელიამ ანგარიში ორამდე გაზარდა.

ბათუმის ''დინამოდან'' ვოლგოგრადის ''როტორში'' განათხოვრებულმა ფლამარიონმა ანგარიში შეამცირა. 75-ე წუთზე კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა, შატოვმა თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ სამი პენალტი გამოიმუშავა, რაც რუსეთის პრემიერ ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. კვარაცხელიამ პენალტი მოსკოვის ''დინამოსა'' და ''სოჭის'' წინააღმდეგ ასპარეზობის დროსაც მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ''როტორისა'' და ''რუბინის'' დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან შეხვედრის შემდეგ Match Premier-თან მცირე კომენტარი გააკეთა: ''რუბინმა'' მეტოქეს აჯობა, ჩვენ ''როტორზე'' უკეთ ვითამაშეთ. მეტოქის გაძევებამ თამაში გამიადვილა? ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა. არ ვიცი სხვა რა გითხრათ''.

მიმდინარე სეზონის რუსეთის ჩემპიონატის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი შეაგდო, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა.

კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში გოლი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა. მან 15-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა. ქართველი ტალანტი გოლის გატანას 1366 წუთი ვერ ახერხებდა, თუმცა ''როტორთან'' შეხვედრაში არასასიამოვნო სერია დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები