დემბელე არ იცვლება - ფრანგმა ბარსას ვარჯიშზე კიდევ ერთხელ დააგვიანა
Aa
Aa

დემბელე არ იცვლება - ფრანგმა ბარსას ვარჯიშზე კიდევ ერთხელ დააგვიანა

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელმა, უსმან დემბელემ დღეს გამართულ ვარჯიშზე დააგვიანა. „ბლაუგრანას“ ახალმა თავკაცმა, რონალდ კუმანმა შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც, მოთამაშეები კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.

დღევანდელი ვარჯიში ადგილობრივი დროით 11:00-ზე უნდა დაწყებულიყო და ფეხბურთელები ბაზაზე 10:00-ზე უნდა მისულიყვნენ. დემბელე კი 15 წუთის დაგვიანებით, 10:15-ზე მივიდა. ესპანურ პრესაში არ წერენ დემბელე დაისჯება თუ არა, თუმცა თუ ასე გააგრძელა, სერიოზული პრობლემები შეექმნება.

შეგახსენებთ, რომ დემბელეს დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები გასულ სეზონშიც ჰქონდა და იყო შემთხვევა, როცა ჩაეძინა და ვარჯიში გააცდინა. „ნისლიან ალბიონზე“ იტყობინებიან, რომ „ბარსელონას“ მესვეურები მის გასხვისებას აპირებენ და უსმანეს გადაბირების ერთ-ერთ ფავორიტად „მანჩესტერს“ მოიაზრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები