Aa
Aa

კოშმარული პარიზი - მედვედევმა გაროსზე პირველ წრეში მეოთხედ წააგო

მამაკაცთა მსოფლიოს რეიტინგის მე-5 ნომერი, დანილ მედვედევი „როლან გაროსის“ გათამაშებას ისევ პირველივე წრიდან გამოეთიშა.

24 წლის რუსმა პარიზის კორტებზე კარიერაში მეოთხედ იასპარეზა და ჯერ პირველი რაუნდი ვერც ერთხელ გაიარა.

მედვედევმა უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩის წინააღმდეგობა ვერ დასძლია და 3 საათსა და 17 წუთს გაგრძელებულ მატჩში 4:6; 6:7; 6:2; 1:6 წააგო. აღსანიშნავია, რომ ფუქსოვიჩმა რეიტინგის ტოპ 10-ის წარმომადგენელი კარიერაში პირველად დაამარცხა. უნგრელს საუკეთესო ათეულის წევრებთან აქამდე 14 წარუმატებელი შეხვედრა ჰქონდა გამართული.

ფუქსოვიჩი ტურნირის მომდევნო წრეში ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს დაუპირისპირდება. თავის მხრივ, რამოსმა ადრიან მანარინოს წინააღმდეგობა 3 სეტში გადალახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები