მძიმე შედეგი - 13 წლის აზერბაიჯანელი ფეხბურთელი დაიღუპა
Aa
Aa

მძიმე შედეგი - 13 წლის აზერბაიჯანელი ფეხბურთელი დაიღუპა

ცნობილია, რომ მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანსა დ სომხეთს შორის საომარი ვითარებაა შექმნილი. ბოლო დღეების განმავლობაში კი სიტუაცია ძალიან დამძიმდა. აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

13 წლის ფეხბურთელი შაჰრიარ ქურბანოვი, 27 სექტემბერს, ქალაქ ნაფტალანში სომხეთის მიერ მოწყობილ შეიარაღებულ თავდასხმას შეეწირა.

აზერბაიჯანის საფეხბურთო ასოციაციამ (AFFA) "უეფას" და "ფიფას" მომხდარის შესახებ აცნობა და სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი ქურბანოვის გარდაცვალება.

ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ჯერჯერობით სომხური მხარე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები