Aa
Aa

"ალბათ, შენ სხვა თამაშს უყურე" - კლოპმა და როი კინმა პირდაპირ ეთერში იკამათეს

„ლივერპულისა“ და „არსენალის“ მატჩისშემდგომი განხილვის დროს იურგენ კლოპი და როი კინი შეკამათდნენ. გერმანელ სპეციალისტს კინის მიერ მისი გუნდის მიმართ წარმოთქმული ფრაზა არ მოეწონა და ირონიულად განაცხადა, რომ ვეტერანმა ირლანდიელმა სხვა თამაშს უყურა.

„როგორც გავიგე, მისტერ კინმა თქვა, რომ ჩვენი თამაში დაულაგებელი იყო. სწორად გავიგე? ნამდვილად ასე თქვა? თუ ასეა, მაშინ იგი, შესაძლოა, სხვა მატჩს უყურებდა და არა ჩვენს დღევანდელ თამაშს.

ეს წარმოუდგენელი და სრულიად გამონაკლისი შეფასებაა, რადგან ჩემი გუნდის დღევანდელ თამაშში დეუდევარი და დაულაგებელი არაფერი ყოფილა, აბსოლუტურად არაფერი.

პირველი წუთებიდან მოყოლებული მოედანზე ვდომინირებდით, თუმცა, ბუნებრივია, მეტოქის კონტრშეტების საწინააღმდეგოდ სიფრთხილესაც ვიჩენდით. ასე რომ, ჩემი ბიჭების დღევანდელ ასპარეზობაზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. მათი თამაში აბსოლუტურად საპირისპიროა, ვიდრე დაულაგებელი“.

კლოპის ეთერიდან გასვლის შემდეგ კინმა აღნიშნა, რომ გერმანელი ძალიან მგრძნობიარეა და წარმოდგენაც არ უნდა, როგორი რეაქცია ექნებოდა მსგავს შეფასებაზე იმ შემთხვევაში, მის გუნდს რომ წაეგო.

„ლივერპულმა“ „არსენალი“ მანეს, რობერტსონისა და დიოგო ჟოტას გოლებით 3:1 დაამარცხა და პრემიერ ლიგის საწყის 3 მატჩში ქულათა მაქსიმუმი აქვს. მერსისაიდელები სატურნირო ცხრილის სათავეში „ევერტონთან“ და „ლესტერთან“ ერთად არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები