Aa
Aa

"ატალანტა და ინტერი ძლიერები არიან" - დელ პიერო სერია A-ს ფავორიტებს ასახელებს

ალესანდრო დელ პიერო ტურინის „იუვენტუსს“ ყურადღებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „სკუდეტოსთვის“ ბრძოლაში „ვეკია სინიორას“ ორი სერიოზული კონკურენტი ჰყავს.

„ლაციო“ ძლიერი გუნდია, მაგრამ ორ ფრონტზე ბრძოლა მოუწევს, რასაც იტალიის თასზე გამოსვლაც ემატება. შესაბამისად, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რომაელებზე უფრო რეალურ კანდიდატებად „ატალანტა“ და „ინტერი“ უნდა ჩაითვალონ.

ბერგამოელები უკვე მომწიფდნენ და აქვთ საკმარისი თავდაჯერება, რომ „სკუდეტოსთვის“ პრეტენზია გამოაცხადონ. გვახსოვს, გასულ სეზონში „იუვესთან“ სტუმრად ნათამაშები ფრით უკმაყოფილოები იყვნენ, რაც გუნდის მენტალიტეტზე ნათლად მეტყველებს.

„ინტერის“ თამაში „ფიორენტინასთან“ ვნახეთ და ვიცით, რომ ამ გუნდს ძალიან ღრმა შემადგენლობა ჰყავს. ყველამ შევნიშნეთ, როგორი გარდატეხა შეიტანა თამაშში კონტეს მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა“.

იტალიის სერია A-ს ორი ტურის შემდეგ 6-6 ქულა „ნაპოლის“, „მილანსა“ და „ვერონას“ აქვთ, თუმცა „ატალანტამ“, „ლაციომ“ და „ინტერმა“ თითო თამაში ჩაატარეს და მათ აქტივშიც ქულათა მაქსიმუმია. დელ პიეროს „იუვენტუსმა“ კი ორ მატჩში 4 ქულა აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები