მორიგი საკამათო ეპიზოდი - არსენალის გულშემატკივრები ჟოტას გოლს აპროტესტებენ
Aa
Aa

მორიგი საკამათო ეპიზოდი - არსენალის გულშემატკივრები ჟოტას გოლს აპროტესტებენ

პრემიერ ლიგის მესამე ტურში ერთმანეთს "ლივერპული" და "არსენალი" დაუპირისპირდნენ. მატჩი "მერსისაიდელთა" გამარჯვებით 3:1 დასრულდა. შეხვედრაში ბოლო გოლი ახალწვეულმა დიოგო ჟოტამ გაიტანა. პორტუგალიელის გასროლამ "მეთოფეების" გულშემატკივრებში აღშთოფება და პროტესტი გამოიწვია.

ფანები თვლიან, რომ გოლი წესების დარღვევით გავიდა. მათი აზრით დიოგოს დარტყმამდე ბურთი ხელში მოხვდა. ეპიზოდს უამრავი ადამიანი "ტვიტერის" საშუალებით ეხმაურება და თვლიან, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა.

ჟოტას გოლის მიუხედავად ლონდონელები 2:1-ს აგებდნენ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე დარჩენილი ორი და პლუს რეფერის მიერ დამატებული წუთები იყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში, პრემიერ ლიგის მატჩებში, ბევრი საკამათო ეპიზოდი იქმნება. მაგალითისთვის შეგვიძლია "ტოტენჰემისა" და "ნიუკასლის" მატჩი მოვიყვანოთ. არბიტრმა დამატებულ მე-7 წუთზე "კაჭკაჭებს" პენალტი დაუნიშნა, რომელიც გარჩევის საგანი გახდა. 

როგორც უკვე მოგახსენეთ შეხვედრა კლოპის გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. "ლივერპულის" მხრიდან თავი მანემ, რობერტსონმა და ჟოტამ გამოიჩინეს. "არსენალის" მხრიდან კი ალექსანდრ ლაკაზეტმა.

მორიგ შეხვედრას "მერსისაიდელები" 4 ოქტომბერს "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამართავენ, "მეთოფეები" კი ასევე 4-ში "შეფილდს" უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები