პაკეტა ლიონს შეუთანხმდა - ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება
Aa
Aa

პაკეტა ლიონს შეუთანხმდა - ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება

იტალიური მედიის ცნობით "მილანის" ფეხბურთელი ლუკას პაკეტა, ფრანგულ "ლიონს" შეუთანხმდა და ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციოც ადასტურებს.

კლუბები ერთმანეთს შეუთანხმდნენ და ახლა გასარკვევი მცირე დეტალები რჩება. ჯერჯერობით უცნობია რამდენ წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს ბრაზილიელი და რა ანაზღაურება ექნება მას ახალ გუნდში. 

23 წლის ფეხბურთელი "როსონერიში" 2018 წელს გადაბარგდა და მასზე დიდი ავანსები გაიცა. ორი სეზონის განმავლობაში ბრაზილიელმა ჯამში 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პაკეტას ხშირად აწუხებდა ტრავმები.

ლუკასმა კარიერა 2016 წელს "ფლამენგოში" დაიწყო და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. "მილანის" სკაუტებმა ის უმალ შეამჩნიეს და კლუბის ხელმძღვანელობას მისი შეძენა ურჩიეს. "როსონერიმ" პაკეტაში 15 მილიონი ევრო გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები