„რატომ მეკითხებით სომხეთზე
Aa
Aa

„რატომ მეკითხებით სომხეთზე"? - ვაისის მთავარი საფიქრალი ბელარუსთან მატჩია

რუსული გამოცემა, Ria.ru საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავკაცს, ვლადიმირ ვაისს დაუკავშირდა და ერთა ლიგის ეგიდით, სომხეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ ჰკითხა.

სლოვაკმა სპეციალისტმა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისი მთავარი საფიქრალი ბელარუსთან ჩანიშნული ჯახია.

„რატომ მეკითხებით სომხეთზე? მთელი ძალა და ყურადღება ბელარუსის ნაკრებთან გასამართი შეხვედრისკენ გვაქვს მიმართული. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია სომხეთზე და ჩრდილოეთ მაკედონიაზე ვისაუბროთ. პოლიტიკასა და კონფლიქტურ ვითარებას რაც შეეხება, ასეთ შეკითხვებზე არ გიპასუხებთ“, - აღნიშნა ვაისმა Ria-სთან სატელეფონო საუბრისას.

საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება და მას „დინამო არენა“ უმასპინძლებს. 11 ოქტომბერს ჩვენები სტუმრად სომხეთს დაუპირისპირდებიან. როგორც მოგეხსენებათ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საომარი მოქმედებები ამჟამადაც გრძელდება და ვითარება ძალიან დაძაბულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები