AS - მანჩესტერი უსმან დემბელეს გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა
Aa
Aa

AS - მანჩესტერი უსმან დემბელეს გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა

გავლენიანი ესპანური გამოცემა, AS გვაუწყებს, რომ უახლოეს საათებში უსმან დემბელემ შესაძლოა, „ბარსელონა“ დატოვოს. ფრანგი ფეხბურთელი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს, „ბლაუგრანა“ კი მიღებულ თანხას შემადგენლობის გასაძლიერებლად დახარჯავს.

AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ დემბელეს სანაცვლოდ 50-60 მილიონ ევროს დათანხმდება და ამ თანხის ნაწილს „ლიონის“ შემტევის, მემფის დეპაის გასაფორმებლად დახარჯავს. ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ კატალონიელებს დეპაის გადაბირების ბოლო ვადად პარასკევი დაუწესა და „კამპ ნოუს“ ბინადრები სწორედ ამიტომ ჩქარობენ. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერი პრაქტიკულად გამორიცხულია და „იუნაიტედი" მხოლოდ იჯარაზეა თანახმა.

დემბელე „ბარსელონაში 3 წლის წინ, „დორტმუნდიდან“ გადავიდა. „ბარსამ“ მის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს პლუს 8 მილიონი ევრო გადაიხადა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. დემბელემ ავანსები ტრავმების გამო ვერ გაამართლა და 3 წელიწადში სხვადასხვა კუნთი 7-ჯერ დაიზიანა.

შეგახსენებთ, რომ დემბელეს „ბარსელონას“ მაისურით 75 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 19 გოლი და 16 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები