მარცხი 3 სეტში - ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა
Aa
Aa

მარცხი 3 სეტში - ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს პირველივე წრეში გამოეთიშა. ნიკამ ATP-ის რეიტინგში 84-ე ადგილზე მყოფი ტიაგო მონტეიროს წინააღმდეგობა ვერ დაძლია და სამ სეტში 7:5, 6:4, 6:2 დამარცხდა.

პირველი პარტია დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ბასილაშვილს 5:4-ზე მეტოქის მოწოდებაზე სეტპოინტი ჰქონდა, მაგრამ ბრეიკი ვერ შეასრულა და მონტეიროს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. 5:5-ზე ნიკოლოზმა საკუთარი მოწოდება დათმო და პირველ სეტში გარდატეხის შეტანა ვეღარ მოახერხა.

მეორე პარტიაში ბევრი არაფერი შეცვლილა. 3:2-ზე ქართველმა შანსი ვერ გამოიყენა, 4:4-ზე კი საკუთარი მოწოდება წააგო და მონტეირომ სეტზე ამჯერადაც დამაჯერებლად ჩააწოდა. საწყისი ორი პარტიის მოგების შემდეგ, ბრაზილიელმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და მატჩი 6:2-ით მოგებული სეტით დახურა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ცუდ ფორმაში იმყოფება. ნიკამ ATP-ის ეგიდით, ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა წააგო, თანაც ისე, რომ ერთი სეტის აღებაც ვერ მოახერხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები