„შეცდომებზე პასუხისმგებლობას ვიღებ. უნდა გავერთიანდეთ
Aa
Aa

„შეცდომებზე პასუხისმგებლობას ვიღებ. უნდა გავერთიანდეთ" - მესიმ ბარსას ქომაგებს მიმართა

„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ კატალონიურ გამოცემა Sport-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა. „ლა პულგამ“ „კამპ ნოუზე“ დარჩენის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, „ბარსას“ ქომაგებს პირველად მიმართა და განაცხადა:

„უამრავი უთანხმოების შემდეგ, მინდა, რომ აზრთა სხვადასხვაობას წერტილი დაესვას. ბარსას ყველა გულშემატკივარი უნდა გაერთიანდეს და ირწმუნოს, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა.

საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ვიღებ. თუ ისინი მართლაც დავუშვი, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ბარსელონა გაძლიერებულიყო და უკეთეს გუნდად ქცეულიყო. თავდადების, ენთუზიაზმისა და შთაგონების შეთავსება ჩვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევის ერთადერთი გზაა. ერთად უნდა ვიყოთ და ერთი მიმართულებით სიარულიც აუცილებელია.

მინდოდა, გულშემატკივრებისთვის მიმემართა. თუ ოდესმე რომელიმე თქვენგანი ჩემ მიერ ნათქვამმა სიტყვებმა ან ჩემმა ქმედებებმა შეაწუხა, მინდა განვუმარტო, რომ ყოველთვის კლუბისთვის საუკეთესო მსურდა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მესიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ლუის სუარესის წასვლას გამოეხმაურა. არგენტინელმა კლუბის ხელმძღვანელები გააკრიტიკა, მანამდე კი „ბარსელონადან“ წასვლა სურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები