„სიარული მიჭირს
Aa
Aa

„სიარული მიჭირს" - სერენა უილიამსი როლან გაროსიდან მოეხსნა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერენა უილიამსი როლან გაროსის გათამაშებიდან მოეხსნა. ამერიკელ ჩოგბურთელს დღეს ცვეტანა პირონკოვას წინააღმდეგ უნდა ეასპარეზა, მაგრამ კორტზე გასვლაზე უარი აქილევსის მყესის ტრავმის გამო თქვა.

„პარიზში გამოსვლა ძალიან მიყვარს. თიხის საფარს ვაღმერთებ და მასზე თამაში ჩემთვის სასიამოვნოა. მინდოდა, როლან გაროსზე თამაში მეცადა, მაგრამ აქილევსის მყესი მაწუხებს, რომლის მოსაშუშებლადაც US Open-ის შემდეგ საკმარისი დრო არ მქონია.

მოვახერხე და თავს ოდნავ უკეთ ვგრძნობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ამ ტურნირზე მატჩების ჩატარება ურთულესი იქნებოდა. სიარული ძალიან მიჭირს, რაც იმის ნიშანია, რომ გამოჯანმრთელება უნდა ვცადო“, - განაცხადა სერენამ.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი დიდი სლემის 23-გზის გამარჯვებულია. სერენამ როლან გაროსი 3-ჯერ, 2002, 2013 და 2015 წლებში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები