ოფიციალურად - პაკეტა ლიონის ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად - პაკეტა ლიონის ფეხბურთელია

ბოლო დღეების განმავლობაში სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა ლუკას პაკეტას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით. ბრაზილიელს ფრანგულ "ლიონს" უკავშირებდნენ. დღეს კი კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ამ სეზონში პაკეტა მათ ღირსებას დაიცავს.

"მილანმა" მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო აიღო და ამას შესაძლოა 2 მილიონი ბონუსის სახით დაემატოს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი პაკეტამ.

ლუკასმა ტრანსფერის დადასტურების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა: "ვარჯიშის დასაწყებად მზად ვარ. მინდა ჩემი ძალები რაც შეიძლება მალე წარმოვაჩინო. მგზავრობამ და სამედიცინო შემოწმებამ იდეალურად ჩაიარა. "ლიონი" ბრაზილიაში საკმაოდ პოპულარული გუნდია."

23 წლის ფეხბურთელი "როსონერიში" 2018 წელს გადაბარგდა და მასზე დიდი ავანსები გაიცა. ორი სეზონის განმავლობაში ბრაზილიელმა ჯამში 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პაკეტას ხშირად აწუხებდა ტრავმები.

ლუკასმა კარიერა 2016 წელს "ფლამენგოში" დაიწყო და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. "მილანის" სკაუტებმა ის უმალ შეამჩნიეს და კლუბის ხელმძღვანელობას მისი შეძენა ურჩიეს. იტალიელებმა 27 წლის ფეხბურთელში 15 მილიონი ევრო გადაიხადეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები