UEFA - წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი
Aa
Aa

UEFA - წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი

როგორც მოსალოდნელი იყო "უეფამ" წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის მიანიჭა. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, მოულოდნელი არც ეს ყოფილა. ჰანსი ფლიკი 2019/2020 წლების საუკეთესო მწვრთნელია.

ორივე მათგანმა საოცარი სეზონი ჩაატარა. რობერტმა ყველა ტურნირზე ერთად 47 ჩატარებულ შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა. გახდა ჩემპიონთა ლიგის და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ოქროს ბუცის მოსაგებად კი მას სულ ცოტა დააკლდა. პოლონელს, ჩირო იმობილებ აჯობა.

ჰანსი ფლიკმა კი სეზონის მიმდინარეობისას, მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ნიკო კოვაჩი ჩაანაცვლა. გერმანელის ხელმძღვანელობით "ბაიერნმა" ტრიპლეტი შეასრულა. მოიგო ყველა შესაძლო ტურნირი და მიმდინარე წელს "უეფას" სუპერ თასის და გერმანიის სუპერ თასის მოგებაც შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები