ოფიციალურად - საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე სტადიონის 30 % შეივსება
Aa
Aa

ოფიციალურად - საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე სტადიონის 30 % შეივსება

"უეფას" ოფიციალური საიტი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები, "ერთა ლიგაზე", ბელარუსის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს. კორონავირუსის გამო გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლის უფლება არ ჰქონდათ. 

 დღეს კი სულ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ "უეფას" ეგიდით გასამართ ნებისმიერ მატჩზე გულშემატკივრების 30 % დაიშვება. "დინამოს" სტადიონზე კი მაყურებლების 30 % დაახლოებით 16 000 ადამიანს შეადგენს.

ეს დადგენილება შეეხება, როგორც "ერთა ლიგის", ასევე "ჩემპიონთა ლიგის" გათამაშებასაც. ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს მატჩზე დასასწრები ბილეთები და რა პრინციპით მოხდება ახალი ბილეთების გაყიდვა. 

"უეფას" განცხადებაში ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს. აღსანიშნავია ისიც, რომ სტუმართა ნაკრების გულშემატკივრები სტადიონზე არ დაიშვებიან. შესვლა მხოლოდ ქართველებს შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები