Aa
Aa

2012 წლის შემდეგ პირველად - კვიტოვა გაროსის 1/2 ფინალში გავიდა

დიდი სლემის ტურნირების ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა „როლან გაროსის“ 1/2 ფინალურ ეტაპზე 8-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.

30 წლის ჩეხმა გერმანელ ლორა ზიგმუნდს დამაჯერებლად - 6:3; 6:3 მოუგო. კვიტოვამ 22 ვინერსი შეასრულა და 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

პეტრა „როლან გაროსის“ 1/2 ფინალში ბოლოს 2012 წელს გავიდა და იქ მომავალ ჩემპიონ მარია შარაპოვასთან ორ სეტში დამარცხდა. შარაპოვამ შემდეგ ფინალში იტალიელ სარა ერანის აჯობა და „კარიერული სლემი“ შეასრულა.

კვიტოვა 1/2 ფინალში ტურნირზე ამჟამად ყველაზე მაღალი განთესვის მქონე სოფია კენინს შეხვდება. ამერიკელი მე-4 ნომერია და გამოცდილი ჩეხი მასთან ურთიერთშეხვედრებს 2:0-ს იგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები