ევროლიგა - შენგელია
Aa
Aa

ევროლიგა - შენგელია "მაკაბისთან" გამორჩეული იყო

ევროლიგის მეორე ტურში თორნიკე შენგელიამ და „ცსკამ“ პირველი გამარჯვება იზეიმეს.

მოსკოვში გამართულ შეხვედრაში ქრმიელებმა თელ ავივის „მაკაბი“ მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 76:72 დამარცხეს.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე ყველაზე მეტი დრო გაატარა და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 8 ქულა,12 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

„ბარსელონაში“ მარცხისა და „მაკაბისთან“ გამარჯვების შემდეგ „ცსკა“ სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო ტურში მოსკოველები თურქეთში „ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა 14 ოქტომბერს არის ჩანიშნული, მანამდე კი გუნდი VTB ლიგაზე 10 ოქტომბერს „ავტოდორს“ დაუპირისპრიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები