5-სეტიანი ბრძოლა - ჯოკოვიჩმა ციციპასი დაამარცხა და ფინალში ნადალს შეხვდება
Aa
Aa

5-სეტიანი ბრძოლა - ჯოკოვიჩმა ციციპასი დაამარცხა და ფინალში ნადალს შეხვდება

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა „როლან გაროსის“ ნახევარფინალურ შეხვედრაში სტეფანოს ციციპასი დაამარცხა. სერბ ჩოგბურთელს გამარჯვების მოსაპოვებლად 3 საათი და 54 წუთი დასჭირდა და მეტოქეს 5 სეტში, 6:3, 6:2, 5:7, 4:6, 6:1 სძლია.

აღსანიშნავია, რომ მესამე სეტში ჯოკოვიჩს მატჩზე აწვდიდა და მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ციციპასმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა და სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა.

„ნოლეს“ საწყისი ორი პარტიის მოგების შემდეგ, კარიერა მხოლოდ ერთი შეხვედრა ჰქონდა წაგებული. 2010 წელს „როლან გაროსზე“ იგი იურგენ მელცერმა დაამარცხა. ციციპასს კი გადამწყვეტ პარტიაში ენერგია აღარ ეყო და 6:1 წააგო

ჯოკოვიჩმა ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო და დიდი სლემის ტურნირის ფინალურ შეხვედრაში კარიერაში 27-ედ, ხოლო „როლან გაროსზე“ მე-5-ედ იასპარეზებს. სერბი ჩოგბურთელი დიდი სლემის მე-18 ტიტულის მოპოვებას შეეცდება და გადამწყვეტ დაპირისპირებას ნაცნობი მეტოქის, რაფაელ ნადალის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები