სვიატეკი
Aa
Aa

სვიატეკი "როლან გაროსის" გამარჯვებულია!

დასრულდა საფინალო შეხვედრა იგა სვიატეკსა და სოფია კენინს შორის. პოლონელი ჩოგბურთელი ისტორიაში პირველად "როლან გაროსის" გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ მან საფრანგეთის ღია პირველობაზე არცერთი სეტი არ დათმო. ფინალში კი მსოფლიოს მე-4 ჩოგანი მარტივად 6:4 6:1 დაამარცხა. მატჩი ერთი საათი და 21 წუთი გრძელდებოდა.

სვიატეკმა ფინალამდე დიდი გზა გაიარა. ის შეხვდა და დაამარცხა ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან მარკეტა ვონდრუსოვა(6:1 6:2), სუ-ვეი ჰსიეჰი(6:1 6:4), ეუჟენი ბუშარი(6:3 6:2), სიმონა ჰალეპი(6:1 6:2), მარტინა ტრევიზიანი(6:3 6:1) და ნადია პოდოროსკა(6:2 6:1). როგორც ხედავთ 19 წლის ჩოგბურთელს დამატებითი "ტაი-ბრეიკიც" კი არ დასჭირდა.

დაჯილდოვების ცერემონიალის დროს პოლონელმა ორგანიზატორებს, ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებს უდიდესი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დაუჯერებელია ეს ყველაფერი და ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანია.

"როლან გაროსის" დაწყებამდე 19 წლის ჩოგბურთელი რეიტინგში 54-ე გახლდათ. ახლა კი ის 2960 ქულით რიგით მე-17 პოზიციაზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ სვიატეკი პირველი პოლონელი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის მოგება მოახერხა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლოს სეტის წაუგებლად "როლან გაროსი" 2007 წელს ჟიუსტინ ენინმა მოახერხა. იგამ კი მისი შედეგი გაიმეორა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები