Aa
Aa

ვავრინკა: "რასაც რაფა გაროსზე აკეთებს, სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო რეკორდია"

სტენ ვავრინკამ რაფაელ ნადალისა და დიდი საჩოგბურთო სამეულის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. შვეიცარიელის თქმით, რასაც რაფა „როლან გაროსზე“ აკეთებს, სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული რეკორდია.

„ამ ტურნირზე იგი ფანტასტიკურად თამაშობს. მასთან პარიზში დაპირისპირება 3-ჯერ მომიწია და ყოველ ჯერზე მან თამაში მომიკლა. ასე რომ, კარგად ვიცი, მასთან „გაროსზე“ თამაში რას ნიშნავს და როგორია.

ვფიქრობ, რასაც რაფამ „როლან გაროსზე“ მიაღწია, სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული რეკორდია. ასეთი ტურნირის 13-ჯერ მოგება, ეს დაუჯერებელია.

რაც შეეხება დიდი სამეულის წევრების შედარებას, მგონია, რომ ამის გაკეთება ძალიან რთულია, მით უმეტეს, რომ ისინი მოქმედი სპორტსმენები არიან და საბოლოო სურათი არ გვაქვს. ვფიქრობ, ისინი ჩვენი სპორტისთვის კიდევ რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებენ, ასე რომ, ვისიამოვნოთ მათი ყურებით, სანამ ამის საშუალება გვეძლევა“.

შეგახსენებთ, რომ რაფა ნადალის რეკორდზე დაახლოებით ამავე ტიპის კომენტარი როჯერ ფედერერმაც გააკეთა. „გაროსის“ 13-ჯერ მოგებას მანაც სპორტის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები