ქალთა ლიგა -
Aa
Aa

ქალთა ლიგა - "ნიკე" საქართველოს ჩემპიონია

ერთი ტურით ადრე საქართველო ქალთა ლიგის გამარჯვებული თბილისის „ნიკე“ გახდა.

მე-12 ტურის შეხვედრაში ტატა მატვეევას გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა მცხეთა 16:0 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.

„ნიკემ“ ჩატარებული თორმეტივე შეხვედრა მოიგო და საერთო ჯამში მეტოქეთა კარი 101 აიღო,ხოლო საკუთარ კარში გოლი მხოლოდ 4-ჯერ გაუშვა.

ჩემპიონატის ბოლო ტურში ჩემპიონები ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთი" საქართველოს 2019 წლის ჩემპიონია და ასპარეზობა უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უწევს. გურულთა მეტოქე 22 ოქტომბერს გასამართი წილისყრისას გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები