„ბევრს სვამს, მოხუცებს სცემს და სატიტულო ბრძოლას არ იმსახურებს
Aa
Aa

„ბევრს სვამს, მოხუცებს სცემს და სატიტულო ბრძოლას არ იმსახურებს" - ხაბიბი კონორზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა Yahoo Sports-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „არწივმა“ რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა და კონორ მაკგრეგორსაც შეეხო.

„მაკგრეგორთან გასარკვევი აღარაფერი მაქვს. კონორი გავანადგურე და იგი ბრძოლის დროს დამნებდა. მაკგრეგორი ყველა რაუნდში ვცემე და კითხვის ნიშნები არ დამიტოვებია. 24 ოქტომბერს ჯასტინ გეიჯის ვხვდები და ვინღა დარჩა? კონორ მაკგრეგორი? ეს ბიჭი უკვე დავამარცხე და ვერ ვხვდები კიდევ ერთხელ რატომ უნდა ვეჩხუბო.

სიმართლე გითხრათ, არ მგონია მან ოდესმე სატიტულო ბრძოლა დაიმსახუროს, რადგან ფოკუსირებული არაა, ბევრს სვამს და მოხუც ადამიანებს სცემს. ის ჩემს ყურადღებას არ იმსახურებს. კონორთან ჩხუბის ერთადერთი მიზეზი შესაძლოა, ფინანსური მხარე იყოს, მაგრამ ფული დიდად არ მაინტერესებს“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბი მაკგრეგორს 2018 წლის ოქტომბერში დაუპირისპირდა და მეტოქე მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. „არწივს“ აქამდეც ბევრჯერ უთქვამს, რომ კონორთან ბრძოლას არ აპირებს და თანხმობას მხოლოდ ფულის გამო ნამდვილად არ განაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები