ცსკა-ს სენსაციური მარცხი - შენგელიამ 28 წუთში 9 ქულა ჩააგდო
Aa
Aa

ცსკა-ს სენსაციური მარცხი - შენგელიამ 28 წუთში 9 ქულა ჩააგდო

მოსკოვის ცსკა ევროლიგის მე-4 ტურში ბოლოადგილოსან „ალბას“ დაუპირისპირდა, რომელიც გამარჯვების გარეშე იყო და ყველასთვის მოულოდნელად დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. „არმიელებმა“ პირველი ტაიმი 4 ქულით მოიგეს, თუმცა მესამე მეოთხედში მხოლოდ 14 ქულა დააგროვეს და გადამწყვეტ ათწუთეულს 3-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ. ცსკა ბოლო მეოთხედში ბევრს ეცადა, მაგრამ წინ ვერცერთხელ გავიდა და 88-93 წააგო.

თორნიკე შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 28 წუთი და 2 წამი გაატარა. ამ დროში თოკომ 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს რიგებში 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ მაიკ ჯეიმსმა და უილ კლაიბერნმა გადალახეს. ჯეიმსი 27 ქულით ორივე გუნდში საუკეთესო იყო. კლაიბერნმა კი 25 ქულა ჩააგდო. „ალბას“ რაც შეეხება, ბერლინელებმა გუნდური თამაში აჩვენეს და 10 ქულაზე მეტი 5-მა კალათბურთელმა მიითვალა. გერმანელთა მხრიდან 20 ქულით საუკეთესო სიმონე ფონტეჩიო იყო. ლომ 15 ქულა დააგროვა. სიკმა 11 ქულით გამოირჩა, ხოლო ერიქსონი და სივა 13 და 12 ქულას დასჯერდნენ.

ცნობისთვის, ცსკა-ს 2 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს, „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები