Aa
Aa

''წადი, წადი'' - ჯაჭვლიანს კვერცხები ესროლეს და გადადგომისკენ მოუწოდეს

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში საგანგებო სხდომის მიმდინარეობისას ეროვნული გუნდის მწვრთნელები და მკლავჭიდელები პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს დაუპირისპირდნენ. ''რუსთავი 2''-ის ცნობით მათ პრეზიდენტს, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გარდა, კვერცხები ესროლეს და წყალი შეასხეს.

სხდომა სასტუმრო ''ბომონდ გარდენში'' მიმდინარეობდა, ჯაჭვლიანი აღნიშნულ პირებს სხდომაზე არ უშვებდა, თუმცა მათ მაინც შეძლეს სხდომაზე შესვლა.

მწვრთნელები და სპორტსმენები თვლიან, რომ ჯაჭვლიანი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და მათ აზრს არ ითვალისწინებს. 

''წადი, წადი, ფულის მონა, 20 წელი რა ვერ გაიგე, რომ უნდა წახვიდე'' - ასე მიმართეს პროტესტის მონაწილეებმა სოსო ჯაჭვლიანს. დაპირისპირების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები