Aa
Aa

"ასე თამაში არ შეიძლება" - კლოპმა პიკფორდი გააკრიტიკა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვირჯილ ვან დაიკმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ნიდერლანდელმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ამასთან დაკავშირებით "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ევერტონის" მეკარე ჯორდან პიკფორდი გააკრიტიკა.

"იმ მომენტში მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ვფიქრობდი, რომ არბიტრი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო პენალტი და არა თამაშგარე. 

ჩვენ მსაჯების წინააღმდეგ უძლურნი ვართ. მე და ჩემი ასისტენტი ვიჯექით და ვბჭობდით იყო თუ არა პენალტი. გთხოვთ ამ საკითხზე სხვა ადამიანებსაც ჰკითხეთ.

როგორც პიკფორდმა ითამაშა, ასე არ შეიძლება. მეკარეები ასე არ თამაშობენ და როდესაც ეს ხდება აუცილებლად პენალტი ინიშნება და არა თამაშგარე მდგომარეობა." - განაცხადა კლოპმა


შეგახსენებთ, რომ ვან დაიჯკს დაზიანება ჯორდან პიკფორდმა მიაყენა. ჯერჯერობით ნიდერლანდელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოფიციალური დასკვნა არ არსებობს, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ მას მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა აღენიშნება.

"ევერტონისა" და "ლივერპულის" მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან თავი კინმა და კალვერ-ლევინმა გამოიჩინეს. სტუმრებიდან კი მოჰამედ სალაჰმა და სადიო მანემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები