იდენტური მარცხი - 20 წლის წინანდელი შედეგი განმეორდა
Aa
Aa

იდენტური მარცხი - 20 წლის წინანდელი შედეგი განმეორდა

ლა ლიგის ამ "უიქენდზე" "რეალმა" და "ბარსელონამ" საკუთარი შეხვედრები წააგეს და თან ისე, რომ გოლი ვერ გაიტანეს. ორივე გუნდმა მსგავსი ანგარშითი 0:1 დათმო შეხვედრა. მადრიდიელები შინ "კადისთან" დამარცხდნენ, ხოლო კატალონიელები სტუმრად "ხეტაფესთან." აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა უსახური ფეხბურთი ითამაშა.

ორივე გუნდმა ერთ სათამაშო დღეს ბოლოს ასეთი შედეგი 20 წლის წინ დააფიქსირა. 2000 წელს "სამეფო კლუბი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ალავესთან" 0:1 დამარცხდა, რაც შეეხება "ბარსელონას" მათ საკუთარი შეხვედრა "კამპ ნოუზე" "რაიო ვალეკანოსთან" 0:2 დათმო.

ამჟამად ლა ლიგას 10 ქულით კვლავ მადრიდის "რეალი" ლიდერობს. "ბლაუგრანა" კი 7 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბარსას ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მომავალ ტურში, 24 ოქტომბერს, რონალდ კუმანის გუნდი "ბლანკოსს" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები