Aa
Aa

"დეპაის შეძენა გვინდა და ეს შესაძლებელია", - კუმანი იანვარში ტრანსფერებს აანონსებს

„ბარსელონა“ ბოლო 2 ტურში გოლის გატანას ვერ ახერხებს, კატალონიელებმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს და ლიდერობის შანსი ხელიდან გაუშვეს.

„ბლაუგრანას“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი უკვე ღიად საუბრობს, რომ იანვარში შემადგენლობის გაძლიერება სჭირდებათ და ამას გეგმავენ კიდეც. ნიდერლანდელი მემფის დეპაის დამატებაზე პირდაპირ საუბრობს:

„დიახ, დეპაის შეძენა გვინდა და ეს შესაძლებელია. ის ძალიან მომწონს და შევეცდები „ბარსელონაში“ მოვიყვანო. ახლა არ ვიცი, თუ რა ფინანსური მდგომარეობა იქნება იანვარში. უნდა დაველოდოთ რა მოხდება.

როგორც იცით დეპაის ტრანსფერი შეთანხმებული გვქონდა და ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ლა ლიგის წესების გამო ის ვერ გავიფორმეთ, რადგან ჯერ ვინმე უნდა გაგვეყიდა. სამწუხაროა რაც მოხდა, რადგან მისი ყიდვა ნამდვილად მინდოდა, ის ჩვენ გუნდს ჭირდებოდა, რადგან მას აქვს ის თვისებები, რომლებიც გვაკლია. მათ შორის მისი სიღრმიდან თამაშის უნარი.

რა თქმა უნდა, მემფისს ჩემი იდეების შესახებ ვესაუბრე და მან ყველაფერი იცოდა. პრინციპში ყველაფერი მზად იყო. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, თუმცა დეპაიმ იცოდა რა იყო ამის მიზეზი“. - ციტირებს კუმანის სიტყვებს ნიდერლანდური AD-ი.

შეგახსენებთ, რომ დეპაის „ლიონთან“ არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება და ის თავისუფალი აგენტი ხდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კატალონიელები მას იანვარში სავარაუდოდ მიზერულ თანხად გაიფორმებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები