„ისე დაველოდებით, როგორც კარგი ცოლი ციხეში მყოფ ქმარს ელოდება“ - კლოპი ვან დეიკზე
Aa
Aa

„ისე დაველოდებით, როგორც კარგი ცოლი ციხეში მყოფ ქმარს ელოდება“ - კლოპი ვან დეიკზე

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ვირჯილ ვან დეიკის შესახებ ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ნიდერლანდელი დიდი ხნის განმავლობაში იუქმებს და განაცხადა:

„ასეთი ვითარება ყველა ერთმანეთს ჰგავს. ფეხბურთელებს სურთ, ასეთი მომენტები საკუთარ თავთან მარტო გაატარონ და პირველ ემოციებს თავად გაუმკლავდნენ. დიდი ხანია ფეხბურთში ვიმყოფები და ეს ძალიან კარგად ვიცი.

ტრავმები მეც მიმიღია. თუ სწორად მახსოვს, მეც ზუსტად იგივე დაზიანება მქონდა და ეს ის დრო არაა, როცა ლაპარაკი გსურს. რა თქმა უნდა, ვირჯილთან კონტაქტი გვაქვს. ჩვენ მის გვერდით ვიმყოფებით და მან ეს ძალიან კარგად იცის. ვან დეიკს ისე დაველოდებით, როგორც კარგი ცოლი ციხეში მყოფ ქმარს ელოდება. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მას ამ პერიოდის გავლა გაუადვილდეს. 

ვან დეიკის დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელება არ გვინდა, რადგან თითოეული ფეხბურთელი ინდივიდუალურია. ვირჯილი ვირჯილია და თარიღებზე საუბარი არ გვსურს, თუმცა მას საკმაოდ დიდი დრო გაუცდება“.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა მცველმა დაზიანება „ევერტონთან" მატჩის საწყის წუთებში მიიღო. „კანფეტების“ მეკარემ, ჯორდან პიკფორდმა ვირჯილის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და როგორც გაირკვა, ვან დეიკმა მუხლის წინა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები