რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები - კვარაცხელია სამეულშია
Aa
Aa

რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები - კვარაცხელია სამეულშია

რუსულმა ვებგვერდმა, Championat.com-მა Transfermarkt-ის მიხედვით, რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე იმ ფეხბურთელთა სია შეადგინა, რომელთა სატრანსფერო ღირებულებაც ყველაზე მეტით გაიზარდა.

Championat.com-მა საუკეთესო ათეული დაასახელა და გასაკვირი არაა, რომ რჩეულთა შორის „რუბინის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. 19 წლის ქართველი ვენდელთან და ნიკოლა ვლაშიჩთან პირველ-მესამე ადგილებს იყოფს და მისი სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროთი გაიზარდა.

ხვიჩა კვარაცხელია - 3 მილიონი ევრო (4,5-დან 7.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა)

„კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. რუბინის მარცხენა გარემარბის ანგარიშზე 11 მატჩში გაფორმებული 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. 14 ოქტომბერს 19 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა და ჩრდილოეთ მაკედონიის კარი აიღო. თუ კვარაცხელიამ მომავალშიც ასე გააგრძელა თამაში, ევროპული კლუბების ყურადღებას მიიპყრობს“, - წერს Championat.com.

შეგახსენებთ, რომ „კრასნოდართან" შეხვედრაში ხვიჩამ ტრავმა მიიღო და 86-ე წუთზე მოედანი დატოვა. „რუბინს" კი მომდევნო მატჩი პირველადგილოსან „ზენიტთან" ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები