ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობა იზრდება? - ჩეფერინის ახალი იდეა
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობა იზრდება? - ჩეფერინის ახალი იდეა

ცნობილი სპორტული გამოცემა "ტელეგრაფი" ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 32 გუნდი იღებს მონაწილეობას, მაგრამ 2024/2025 წლების სეზონისთვის შესაძლოა ახალი ცვლილებები ვიხილოთ.

"უეფა" მზად არის გათამაშებაში გუნდების რაოდენობა გაზარდოს. საუბარია დამატებით 4 კლუბზე. რაც შეეხება ფორმატს, არის ორი ვერსია.

პირველი - 8 ჯგუფის ნაცვლად შეიქმნება 6 ჯგუფი, რომლებშიც გუნდების რაოდენობა ექვსამდე გაიზრდება და თითოეული მათგანი 10 მატჩს ჩაატარებს. პრინციპი კი უცვლელი იქნება - გუნდები საშინაო არენაზეც ითამაშებენ და სტუმრად მეტოქის სტადიონზეც.

მეორე - ალტერნატიული ვარიანტი შვეიცარიის ჩემპიონატის სისტემის ანალოგია. გუნდები ისევ 10 მატჩს ჩაატარებენ, მაგრამ ამ ვერსიაში ისინი სხვა ჯგუფის გუნდებსაც შეხვდებიან. ასეთი სისტემა ამერიკულ სპორტშიც გამოიყენება, სადაც ერთი დივიზიონის გუნდები, სხვა დივიზიონის გუნდებსაც ეთამაშებიან.

ჯერჯერობით ამ საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის. "ტელეგრაფის" ინფორმაციით, გადაწყვეტილება ახალ პროექტთან დაკავშირებით 2021 წელს იქნება მიღებული.

ეს ყველაფერი კი ტურნირის მეტ მიმზიდველობას და პოპულარიზაციას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები