ბითაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ინდიანამ მაკმილანის შემცვლელი შეარჩია
Aa
Aa

ბითაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ინდიანამ მაკმილანის შემცვლელი შეარჩია

The Athletic-ის ინსაიდერი, შემს ჩარანია იტყობინება, რომ „ინდიანა პეისერსმა“ ნეით მაკმილანის შემცვლელი შეარჩია. მომდევნო სეზონში გოგა ბითაძის გუნდს „ტორონტო რეპტორსის“ ყოფილი ასისტენტი, ნეით ბიორკგრენი უთავკაცებს.

ბიორკგრენი კანადურ კლუბს 2017 წელს შეუერთდა და ნიკ ნერსის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, მისი ასისტენტის ფუნქციები შეითავსა. 45 წლის სპეციალისტი იმ სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ, რომელმაც „ტორონტოს“ 2019 წელს საჩემპიონო ბეჭდები მოაგებინა.

ბიორკგრენს NBA-ში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს და „ტორონტომდე“ „ფინიქს სანსთან“ თანამშროლობდა. 2007-11 წლებში კი NBA-ის G ლიგაში ნიკ ნერსის ასისტენტი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ მაკმილანი „ინდიანას“ 4 წლის განმავლობაში წვრთნიდა. ნეითმა „პეისერსის“ თავკაცის პოსტზე 183 მატჩი მოიგო და 136-ჯერ დამარცხდა. მთავარი პრობლემა პლეიოფები იყო. მაკმილანმა გუნდი პლეიოფში ოთხივეჯერ გაიყვანა, მაგრამ პირველი რაუნდი ვერცერთხელ გადალახა. „ინდიანას“ მთავარი მწვრთნელის რანგში მას პლეიოფში 3 მოგება და 16 მარცხი აქვს. 4-დან 3-ჯერ კი სერია მშრალი ანგარიშით წააგო.

მაკმილანი გოგა ბითაძეს დიდ სათამაშო დროს არ აძლევდა და იმედი ვიქონიოთ, რომ „პეისერსის“ ახალ თავკაცს გოგას მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები