ხაბიბი: „მაკგრეგორი და პორიე უკვე გავანადგურე მათთან ყველაფერი დასრულებულია
Aa
Aa

ხაბიბი: „მაკგრეგორი და პორიე უკვე გავანადგურე მათთან ყველაფერი დასრულებულია"

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯისთან გასამართი ბრძოლისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. „არწივმა“ ინტერვიუ ESPN-ს მისცა და განაცხადა, რომ კონორთან ან პორიესთან კიდევ ერთხელ ჩხუბს არ აპირებს.

„ჯასტინი შესანიშნავი მებრძოლია და ტონი ფერგიუსონთან დაპირისპირებაში მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი კარგად ჭიდაობს, დგომშიც ძლიერია და გამოცდილებაც აქვს, თუმცა მგონია, რომ მაინც გავიმარჯვებ. 5-რაუნდიანი ბრძოლისთვის მზად ვარ, მაგრამ ჩემი მიზანი ჩხუბის ნაადრევად დასრულებაა და გეიჯის დაღლასა და მის მოგუდვას ვგეგმავ.

მაკგრეგორსა და პორიეს რაც შეეხებათ, ორივე მათგანის წინააღმდეგ ვდომინირებდი და საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე არცერთ შემთხვევაში მიმიყვანია. კონორთან და დასტინთან კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა არ მაინტერესებს. რაღაც ახალი მჭირდება. ახალი სისხლი, ახალი ენერგია.

ჯასტინ გეიჯიმ ახალი მოტივაცია გამიჩინა. ის ძლიერი მებრძოლი და ღირსეული მეტოქეა. მაკგრეგორი და პორიე კი ახალ ენერგიასა და მოტივაციას ნამდვილად ვერ მაძლევენ. მათ რისთვის უნდა ვეჩხუბო? ჩემი მემკვიდრეობისთვის? უკვე ორივე მათგანი გავანადგურე და მათთან ყველაფერი დასრულებულია.

ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესოდ ჟორჟ სენ-პიერის წინააღმდეგ ბრძოლა მეჩვენება. არ ვიცი ჟორჟს ოქტაგონზე დაბრუნება სურს თუ არა. არც ის ვიცი, მოახერხებს თუ არა სენ-პიერი საჭირო წონის დაფიქსირებას, უბრალოდ ვთვლი, რომ ეს დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბისა და გეიჯის ჯახი UFC 254-ის ეგიდითაა ჩანიშნული. ეს ღონისძიება 24  ოქტომბერს, აბუ-დაბიში მდებარე მებრძოლთა კუნძულზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები