Aa
Aa

"დღეს ერთგულება საკმაოდ იშვიათია" - ოზილმა გულშემატკივრებს მიმართა

მესუთ ოზილის გარშემო მძიმე ვითარებაა. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიკელ არტეტამ თურქული ფესვების მქონე გერმანელი ევროპის ლიგის განაცხადში არ შეიყვანა. ესპანელმა ისიც განმარტა, რომ მუსთს შემადგენლობაში მოსახვედრად ბევრი შრომა დასჭირდება. დღეს კი ვიგებთ, რომ "მეთოფეების" თავკაცმა ოზილი პრემიერ ლიგის განაცხადიდანაც წაშალა.

ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს ჩემპიონმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე განცხადება გააკეთა.

This is a difficult message to write to the Arsenal fans that I’ve played for over the past few years. I’m really deeply...

Posted by Mesut Özil on ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2020

"ჩემთვის ძალიან რთულია ამ წერილის დაწერა იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებისთვისაც ბოლო რამდენიმე წელი ვთამაშობდი. პრემიერ ლიგის განაცხადიდან ამოშლით ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

2018 წელს ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ეს კი ჩემი მხრიდან კლუბის მიმართ ერთგულების და დაფასების გამოვლინება იყო. სამწუხაროა, რომ მათ იგივეთი არ მიპასუხეს. მივხვდი, რომ დღეს ერთგულება საკმაოდ იშვიათი რამ არის. ყოველთვის ვცდილობდი, რომ კვირიდან კვირამდე პოზიტიური ვყოფილიყავი. ვფიქრობდი, რომ ჩემი გუნდში დაბრუნების შანსი კვლავ არსებობდა და ჩუმად სწორედ ამიტომ ვიყავი.

კორონავირუსის პანდემიამდე არტეტათი კმაყოფილი ვიყავი. ჩვენ ერთმანეთს შესანიშნავად გავუგეთ და ვფიქრობ იმ პერიოდში ჩემი თამაში საკმაოდ კარგი იყო. 

ახლა ყველაფერი შეიცვალა და მე "არსენალისთვის" ფეხბურთის თამაშის უფლება აღარ მაქვს. სხვა რა შემიძლია გითხრათ? ლონდონი ჩემთვის ისევ სახლივითაა. აქ ისევ მყავს რამდენიმე კარგი მეგობარი და გულშემატკივრებთან მჭიდრო კავშირს კვლავ ვგრძნობ. 

რაც არ უნდა იყოს მე მაინც გავაგრძელებ ბრძოლას ჩემი შანსისთვის და არ დავუშვებ, რომ "არსენალში" ჩემი მერვე სეზონი ასე დასრულდეს. გპირდებით, რომ მწვრთნელის ასეთი მძიმე გადაწყვეტილება ჩემში არაფერს შეცვლის. მე რაც შეიძლება უკეთესად გავაგრძელებ ვარჯიშს და ყოველთვის ვისაუბრებ არაადამიანობაზე და უსამართლობაზე." - განაცხადა ოზილმა

მესუთ ოზილი ლონდონის "არსენალს" 2013 წელს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 254 შეხვედრა ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები