Aa
Aa

"გოლის არ გაშვება შესანიშნავი შედეგია" - ლამპარდის მატჩისშემდგომი კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლონდონის "ჩელსიმ" "სევილიას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ "არისტოკრატების" თავკაცმა ფრენკ ლამპარდმა პრესკონფერენცია გამართა და ახალწვეულ ედუარდ მენდიზე ისაუბრა.

"ამჟამად მენდიმ დაიცვა გუნდის ღირსება და ის მინდორზე ხშირად მოგვევლინება. მისი თამაშით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ედუარდს პირველ მეკარედ განვიხილავ.. მან უკვე ორჯერ შეინახა კარი მშრალად.

ეჭვგარეშეა, რომ "სევილია" ევროპული ფეხბურთის გამორჩეული გუნდია. იმ შედეგის მისაღწევად, რასაც მივაღწიეთ დიდი შრომა და კონცენტრირება დაგვჭირდა.

მატჩის მიმდინარეობისას ჩემმა ფეხბურთელებმა რამდენიმე შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღეს. გუნდი მშენებლობის პროცესშია და ანდალუზიელებთან გოლის არ გაშვება შესანიშნავი მიღწევაა." - განაცხადა ლამპარდმა

როგორც უკვე მოგახსენეთ, ლონდონელებმა პირველი შეხვედრა ფრედ 0:0 ითამაშეს. მეორე ტურში 28 ოქტომბერს ლამპარდის შეგირდები სტუმრად კრასნოდარს დაუპირისპირდებიან.

პირველი ტურის შემდეგ E ჯგუფში სრული თანაფარდობაა. თავისმხრივ რენმა და კრასნოდარმა საკუთარი შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულეს. ოთხივე გუნდს კი თითო ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები