ინტერის მე-7 ინფიცირებული - ჰაკიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
მილანის "ინტერში" კატასტროფული სიტუაციაა. კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი გვამცნობს, რომ აქრაფ ჰაკიმის კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა და ის კლუბის რიგით მეშვიდე ინფიცირებული ფეხბურთელია.
???? | COMUNICATO
— Inter (@Inter) October 21, 2020
FC Internazionale Milano comunica che @AchrafHakimi è risultato positivo al Covid-19 in seguito all’ultimo controllo Uefa
???? https://t.co/rN26AUyCdK#FCIM
ახალგაზრდა მცველს ტესტი დღეს ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ჩაუტარდა და ახლა ის იზოლაციაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამის მკურნალობას გადის. "ნერაძურის" შემადგენლობაში კორონავირუსი აქამდე ეშლი იანგს, რაჯა ნაინგოლანს, ალესანდრო ბასტონის, რობერტო გალიარდინის, მილან შკრინიარს და იონუც რადუს დაუფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ინტერი" "გლადბახს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.