Aa
Aa

"ახლა წუწუნის დრო არ არის" - მოდრიჩის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და დონეცკის "შახტარს" შორის. უკრაინელებმა სენსაცია მოახდინეს და სტუმრად "სამეფო კლუბი" 2:3 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ "ბლანკოსის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კომენტარი გააკეთა.

"პირველ ტაიმში დონეცკელებს თამაშში ვერ ავყევით და დავისაჯეთ. მეორე ნახევარში გაუმჯობესება ვცადეთ და ეს გამოგვივიდა, მაგრამ თამაშის გადასარჩენად ან მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან შაბათს გასამართი "ელ კლასიკო" ახლოვდება და ახლა წუწუნის დროს არ არის.

შესვენებისას ზიდანმა უფრო მეტი პრესინგისკენ მოგვიწოდა. მისი მითითება შევასრულეთ და ორი გოლი გავიტანეთ. დამარცხება სამწუხაროა, მაგრამ ჩემპიონატი სულ ახლახანს დაიწყო. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გავაუმჯობესებთ.

"ელ კლასიკო" განსხვავებული მატჩია და შესანიშნავი შანსი გვაქვს გულშემატკივრები გავახაროთ და დღევანდელი მარცხი დავავიწყოთ." - განაცხადა მოდრიჩმა

როგორც უკვე მოგახსენეთ, მადრიდელები შინ 2:3 დამარცხდნენ. სტუმართა მხრიდან თავი ტეტემ და მანორ სოლომონმა გამოიჩინეს, ერთი გოლი კი ვარანმა ჩაჭრა საკუთარ კარში. "რეალიდან" გოლები ვინისიუს ჟუნიორმა და ლუკა მოდრიჩმა გაიტანეს.

მომდევნო შეხვედრას "ბლანკოსი" ლა ლიგაში 24 ოქტომბერს სტუმრად "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები