Aa
Aa

პელიკანსს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ნიუ ორლეანი ვან განდიმ ჩაიბარა

ESPN-ისა და Athletic-ის ინსაიდერების, ადრიან ვოინაროვსკისა და შემს ჩარანიას ინფორმაციით, „ნიუ ორლეან პელიკანსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდის თავკაცის პოსტზე ელვინ ჯენტრი გამოცდილმა სტენ ვან განდიმ შეცვალა.

ვოინაროვსკის ცნობით, 61 წლის სპეციალისტმა „ნიუ ორლეანს“ საკუთარი მომავალი 4 წლით დაუკავშირა. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაცია ვან განდიმაც დაადასტურა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა:

„მოხარული ვარ, ნიჭიერ გუნდს, ნიუ ორლეან პელიკანსს რომ შევუერთდი. ჩემთვის ამ კალათბურთელებთან, ქალბატონ ბენსონთან, დევიდ გრიფინთან, ტრაიან ლანგდონთან, მათ პერსონალთან და შესანიშნავ ნიუ ორლეანელ ადამიანებთან მუშაობა დიდი პატივი იქნება. ერთი სული მაქვს კალათბურთელებს როდის გავესაუბრები და მუშაობის პროცესს დავიწყებ“.

შეგახსენებთ, რომ ვან განდის „მაიამიში“, „ორლანდოში“ და „დეტროიტში“ უმუშავია. რეგულარულ სეზონში მისი გუნდების ანგარიშზე ანგარიშზე 523 მოგება და 384 მარცხია. პლეიოფში კი მისმა შეგირდებმა 91 შეხვედრიდან 48-ში იმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები