Aa
Aa

"გეგმა შესანიშნავად შევასრულეთ" - ფლიკის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის. "როხიბლანკომ" "ალიანს არენაზე" მტკივნეული მარცხი განაიცადა. მატჩის დასრულების შემდეგ ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.

"პირველი თამაშის მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ეფექტურები ვიყავით და მე კმაყოფილი ვარ. ფიზიკურად ძალიან კარგად ვიყავით მზად, რაც ინდივიდუალური ორთაბრძოლების მოსაგებად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა სპეციალური გეგმა, რომელიც შესანიშნავად განვახორციელეთ და 4 ულამაზესი გოლი გავიტანეთ.

"ატლეტიკო" სახიფათო გუნდია, მაგრამ მათ იდეალურად გავუმკლავდით. ჩემი გუნდი ყველაფრისთვის მზად იყო. ახლა კმაყოფილები ვართ და ეს მახარებს." - განაცხადა ფლიკმა

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" "როხიბლანკო" 4:0 გაანადგურა. ასპინძელთა მხრიდან გოლები კინგსლი კომანმა(2), ლეონ გორეცკამ და კორენტინ ტოლისომ გაიტანეს. "ბაიერნი" მომავალ ტურში მოსკოვში გაფრინდება და ადგილობრივ ლოკომოტივს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები