ჩემპიონთა ლიგა - "ლანჩხუთის" მეტოქე ცნობილია
უეფას შტაბ ბინაში ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.
2019 წლის საქართველოს ჩემპიონი "ლანჩუხუთი" პირველ ეტაპზე ყაზახურ "ოკჟეტპეს" დაუპირისპირდება.
აღნიშნული შეხვედრა 3 ან 4 ნოემბერს ყაზახეთში გაიმართება.
გამრჯვების შემთხვევაში "ლანჩუხთი" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა,სადაც მეტოქის ვინაობა 6 ნოემბერს გასამართ კენჭისყრაზე გაირკვევა.
შეგახსენებთ,რომ გურულები ევროპულ სარბიელზე პირველად ასპარეზობენ.
2020 წლის ქალთა ლიგის გამარჯვებული "ნიკე" გახდა,რომელმაც ჩემპიონატის ცამეტივე შეხვედრა მოიგო.