მესიმ სასამართლო მოიგო - გაზეთ ABC-ს ფინანსური ჯარიმა დაეკისრა
Aa
Aa

მესიმ სასამართლო მოიგო - გაზეთ ABC-ს ფინანსური ჯარიმა დაეკისრა

2017 წელს სპორტულმა გაზეთმა ABC-მ ლიონელ მესის ფონდს უჩივლა. მათი აზრით არგენტინელის ფონდი საბანკო ანგარიშების მანიპულირებას აკეთებდა და ფინანსურ მაქინაციებს მიმართავდა. ამასთან დაკავშირებით არგენტინელმა ვარსკვლავმა აქეთ შეიტანა სარჩელი და როგორც დღეს გახდა ცნობილი მესიმ სასამართლო დავა მოიგო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ABC-ს 7 142 ევროს გადახდა დაეკისრა, რომელიც მათ ლეოს ფონდს უნდა ჩაურიცხონ. ლიონელ მესის გადაწყვეტილებით, ფონდი ხსენებულ თანხას არგენტინაში მდებარე "სან ხუან დიოსის" ჰოსპიტალს გადაურიცხავს. 

ეს ჟესტი ნამდვილად დასაფასებელია. ბარსას "ათიანი" ხშირად მიმართავს ქველმოქმედებას და ეს ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

შეგახსენებთ, რომ მესიმ კორონავირუსის პანდემიის დროს 1 მილიონი დოლარი კატალონიის ჰოსპიტალებისთვის და არგენტინის ჯანმრთელობის ცენტრისთვის გაიღო.

ასევე, არგენტინელის ფონდმა 2019 წელს "უნისეფის" პროექტში, რომელიც კენიაში მიმდინარეობდა 200 000 ევრო გადარიცხა. პროექტი 2 000 მოქალაქის უფასოდ გამოკვებას მოიცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები