Aa
Aa

"რეკომენდაცია ნადალმა გამიწია" - ასენსიო საინტერესო დეტალს იხსენებს

მადრიდის "რეალის" გარემარბი მარკო ასენსიო "მალიორკას" აღზრდილი გახლავთ. სპორტულ გამოცემა AS-თან ინტერვიუში ახალგაზრდა ესპანელი ბევრ საინტერესო დეტალზე საუბრობს. 

""მალიორკაში" ასპარეზობისას ჩემით რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა, მათ შორის "ბარსელონა". "სამეფო კლუბთან" შეთანხმება ძალიან სწრაფად მოხდა. სამედიცინო შემოწმებაც იდეალურად გავიარე და თავი სიზმარში მეგონა. როდესაც შენით მადრიდის "რეალი" ინტერესდება, უარის თქმა შეუძლებელია. მათ ყველაზე კარგი წინადადება შემომთავაზეს და ბევრი აღარ მიფიქრია.

რაფაელ ნადალს "ბლანკოსი" და ფეხბურთი ძალიან უყვარს. მისი ბიძა, მიგელ ანხელი "მალიორკაში" სპორტული მენეჯერი იყო და რაფამ მას ჩემი "რეალში" გაშვება ურჩია. ზუსტად მახსოვს მისი სიტყვები: "არის ერთი ძალიან კარგი ბიჭი, რომელმაც "რეალში" უნდა ითამაშოს". და სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი.." - განაცხადა ასენსიომ

შეგახსენებთ, რომ მარკო ასენსიო მადრიდის "რეალის" საკუთრება 2014 წელს გახდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ ის იჯარის წესით "ესპანიოლში" გაანათხოვრა და 2016 წელს უკან დააბრუნა. 21 წლის შემტევი "მერენგებში" უკვე მეხუთე სეზონს იწყებს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 149 შეხვედრაში მიიღო მონაიწლეობა და 30 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები