Aa
Aa

დვალიშვილისა და სტამანის ბრძოლა ჩაიშალა - მერაბს ახალი მეტოქე ეყოლება

მერაბ დვალიშვილისა და კოდი სტამანის ბრძოლა, რომელიც 6 დეკემბერს, UFC Fight Night 185-ის ფარგლებში უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. ამასთან დაკავშირებით ქართველმა მებრძოლმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა:

„გამარჯობათ მეგობრებო. მოგესალმებით ყველას. სამწუხარო სიახლე გვაქვს. ჩემს მოწინააღმდეგეს, კოდი სტამანს Covid-19 დაუდასტურდა და ჩვენი ბრძოლა გაუქმებულია. ბრძოლამდე თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ როგორც UFC-ის მატჩმეიქერებმა მითხრეს, სტამანს გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც არ სურს, რომ ეს ბრძოლა გაიმართოს.

ისინი დამპირდნენ, რომ 5 დეკემბრისთვის ახალ მოწინააღმდეგეს შემირჩევენ და იმედია, ისევ TOP 10-ის მებრძოლთან ვიჩხუბებ. ახლა ყველა ხაბიბის და გეიჯის ბრძოლაზეა გადართული და ალბათ სამშაბათის შემდეგ გავიგებთ ვინ იქნება ჩემი შემდეგი მეტოქე და როგორც კი ახალი მოწინააღმდეგესთან ბრძოლა დამენიშნება, აუცილებლად შეგატყობინებთ“.

აღსანიშნავია, რომ Mmafighting.com და Mmajunkie.usatoday.com განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ისინი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ სტამანს Covid-19 არ აქვს, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო ოქტაგონზე გასვლის გადადება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები