Aa
Aa

„ძვირფასო, ჩოგბურთო, მზად ვარ, რომ დაგემშვიდობო" - გოერგესმა კარიერა დაასრულა

მსოფლიოს ქალთა რეიტინგის მე-9 ნომერმა, იულია გოერგესმა საჩოგბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. გერმანელმა ამის შესახებ ოფიციალურად „ტვიტერის“ მეშვეობით გამოაცხადა.

„ძვირფასო, ჩოგბურთო, მზად ვარ, რომ დაგემშვიდობო. 5 წლის ასაკში, როცა თამაში დავიწყე, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ერთად ასეთი გრძელი გზის გავლა მოგვიწევდა. შენ მე უამრავი განსხვავებული ტიპის ემოცია მაჩუქე და ამ ყველაფრისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

შენ ყოველთვის ჩემს გულში იქნები. უღრმესი მადლობა ოჯახს, მეგობრებს, გუნდს, სპონსორებსა და ფანებს, რათა მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი სჯეროდათ და გვერდით მედგნენ. მე ამ ყველაფერს თქვენ გარეშე ვერ გავაკეთებდი“.

იულია გოერგესმა პროფესიონალური კარიერა 2005 წელს, 16 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ კი WTA-ის 7 ტურნირის ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება დიდი სლემის ტურნირებს, ყველაზე დიდ წარმატებას 2018 წელს, უიმბლდონზე მიაღწია და 1/2 ფინალში ითამაშა. იგი მსოფლიო რეიტინგის მე-9 ადგილზე ამავე წლის აგვისტოში იმყოფებოდა.

WTA-ის ოფიციალური მონაცემებით, გოერგესმა 15-წლიან პროფესიონალურ კარიერაში 9 913 954 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები