ემრე ჯანს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

ემრე ჯანს კორონავირუსი დაუდგინდა

„დორტმუნდის ბორუსიას“ ნახევარმცველს, ემრე ჯანს კორონავირუსი დაუდასტურდა. დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა გრანდმა გაავრცელა და დაადასტურა, რომ 26 წლის ფეხბურთელი „შალკეს“ წინააღმდეგ გასამართ დერბის გამოტოვებს.

„ემრე ჯანს Covid-19 დაუდგინდა. მას სიმპტომები არ აღენიშნება და საკუთარ სახლში, კარანტინში იმყოფება. პარასკევს ფეხბურთელები და კლუბის პერსონალი დამატებით ტესტებს ჩაიტარებენ. სწრაფად გამოჯანმრთელდი ემრე“, - წერია „დორტმუნდის“ განცხადებაში.

როგორც ირკვევა, ჯანის დიაგნოზის მიუხედავად, „შავ-ყვითლებსა“ და „შალკეს“ შორის გასამართი შეხვედრა არ გადაიდება და მატჩი შაბათს ჩატარდება. გერმანული პრესის ინფორმაციით, ჯანი სავარაუდოდ 4 ნოემბერს, „ბრიუგეს“ წინააღმდეგ ჩანიშნულ დაპირისპირებაში დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები