„მოურინიო სასტიკი ადამიანია
Aa
Aa

„მოურინიო სასტიკი ადამიანია" - შურლე ჩელსიში გატარებულ წლებს იხსენებს

„ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრე შურლემ „სტემფორდ ბრიჯზე“ გატარებული წლები გაიხსენა. 29 წლის გერმანელმა აქცენტი ჟოზე მოურინიოზე გააკეთა და განაცხადა:

„მოურინიო სასტიკი ადამიანია. მახსოვს, საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნებოდი: „ასე რატომ მექცევა? ადამიანებს ასე რატომ ექცევა“. მოგვიანებით მივხვდი, რა უნდოდა და როგორ მუშაობდა, თუმცა იმ დროს სიმკაცრისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო ვერ ვუმკლავდებოდი იმას, რაც ჩემგან უნდოდა.

მაშინ ყველაფერი ძალიან ძნელი გახლდათ. ხშირად იყო შემთხვევა, როცა მასთან საუბრის შემდეგ, სახლში მივდიოდი და ვფიქრობდი, რომ მეტი აღარ შემეძლო. რა უნდა გამეკეთებინა? იგი უდიდესი წნეხის ქვეშ მამყოფებდა.

ზოგჯერ მატჩს ძირითად შემადგენლობაში ვიწყებდი, მაგრამ პირველი ნახევრის შემდეგ მცვლიდა. მომდევნო შეხვედრაში კი განაცხადს მიღმა ვრჩებოდი და მატჩს ტრიბუნებიდან ვუყურებდი. იმ დროს ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. იყო შემთხვევები, როცა ვარჯიშებისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს მთელი ვარჯიშის განმავლობაში მხოლოდ მე მიყურებდა“.

შეგახსენებთ, რომ შურლემ კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. იგი „ჩელსიში“ 2013 წელს, „ლევერკუზენიდან“ გადავიდა და „ლურჯების“ მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 9 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები