„შერკინებაში და მოლში ვდომინირებდით
Aa
Aa

„შერკინებაში და მოლში ვდომინირებდით" - შოტლანდიის ნაკრების თავკაცი საქართველოსთან მატჩზე

საქართველოს რაგბის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ, შოტლანდიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გრეგორ თაუნსენდმა საკუთარი შეგირდების გამოსვლა შეაფასა და განაცხადა:

„ჩვენმა ფორვარდებმა ნამდვილად კარგად იმუშავეს. ვიცოდით, რომ ქართველები თავიანთი შერკინებითა და მოლით ამაყობენ და ველოდებოდით, რომ დღევანდელ შეხვედრაში უამრავი შერკინება იქნებოდა.

ჩემი აზრით, ამ კომპონენტებში შესანიშნავად გამოვიყურებოდით და შერკინებაში და მოლში ვდომინირებდით. აუტებისას კარგად ვმოქმედებდით, თუმცა შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენს სტილში ვერ ვუტევდით. ბუნებრივია, რაღაც კომპონენტებში მოსამატებელი გვაქვს, მაგრამ ეს დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი იყო. საბოლოოდ, შედეგითა და იმით, რომ გვაქვს პოზიტივი, რაზეც მუშაობა შეგვიძლია გავაგრძელოთ, კმაყოფილნი ვართ".

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველო 48-7 დაამარცხა. „სკოტების" რიგებში ლელოები გრეჰემმა(2), ბრაუნმა(2), უოტსონმა, მაკინალიმ, ვან დერ მერვემ და კინგჰორნმა დადეს. ადამ ჰეისტინგსმა კი გარდასახვა ზუსტად 4-ჯერ შეასრულა. ქართველთა მხრიდან ერთადერთი ლელოს ავტორი კი აკაკი ტაბუცაძე გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები